Wednesday, April 6, 2011

ადრე ბუნება ემუქრებოდა ადამიანს,ახლა ადამიანი ემქრება ბუნებას

ჩვენი საუკუნე მეცნიერებისა და ტექნიკის უკიდეგანო მიღწევათა საუკუნეა.კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანის გენიის ასეთი ბრწყინვალე გამარჯვებების ანალოგიური პერიოდი.მისთვის ხელმისაწვდომი გახდა:კოსმოსი,მთვარე თუ ოკეანის ფსკერი.ჩვენი ცხოვრების გარდაქმნის რეალურ წინაპირობად იქცა მიკროსქემები და ლაზერები,კომპიუტერები და რობოტები.ბუნებრივია,რომ მეცნნიერული პროგრესის პირველ და მთავარ დივიდენდად ადამიანი თავისი ყოველდღიური ყოფის,ცხოვრებისა და შრომის პირობების მკვეთრ გაუმჯობესებას მოელოდა და მოელის.დღეს მხოლოდ,როგორც დასანანი ფაქტი ისე თუ შეფასდაბა ის გარემოება ,რომ ამ გრანდიოზულ მიღწევათა მიღმა,ძალზე დიდი დაგვიანებით შევამჩნიეთ ,,მედლის მეორე მხარე”-მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესს ძნელად შეეგუა,მეტწილად კი საერთოდ ვერ შეეგუა ჩვენი გარემო-სფერო.დიდი ელექტროსადგურები,ზებგერითი თვითმფრინავები,ავტომობილები,სოფლის მეურნეობის ინტენსიური მეთოდები,ინდუსტრიალიზაცია და ,,დიდი ქიმია”,ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების თანამედროვე მეთოდები ,ტემპები და კიდეევ სხვა მრავალი,შეიძლება მალე ჩვენი მშვენიერი ბუნების ეპიტაფიად იქცეს,თუკი ადამიანი დროულად არ შეიგნებს მის მიერ დაშვებულ საშინელ შეცდომებს და არ შეეცდება მათ გამოსწორებას,სანამ კიდევ დროა.

სწორედ ადამიანმა მიაყენა ყველაზე საშიში ჭრილობები გარემოს და მხოლოდ მას შეძლია ბუნების მკურნალობა,იგია მოვალე დაღუპვისაგან იხსნას დედამიწა.სწორედ ამასთან დაკავშირებით ფრანგმა მეცნიერ-ნკვლევარმა კუსტომ გონივრულად თქვა:,,ადრე ბუნება ემუქრებოდა ადამიანს,ახლა ადამიანი ემუქრება ბუნებას”.
ცივილიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია არ მოდის უფასოდ. საფასურის გადახდა შესაძლოა სიცოცხლით მოგვიწიოს.
მიუხედავად იმისა რომ მეცნიერულ საზოგადოებაში უკვე აქტიურად მიდის ლაპარაკი ისეთ საფრთხეებზე როგორიცაა გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება, მსოფლიო მოსახლეობის გადაჭარბებული რაოდენობა, რესურსების დეფიციტი და ბირთვული ომი, გაკვირვებას მაინც იწვევს ადამიანებში ამ საკითხების სრული იგნორირება ან არცოდნა.

No comments:

Post a Comment