Thursday, April 7, 2011

ცვლილებები ეკოსისტემაში

ზღვის გაშლილ სივრცეს,რომ გავჰყურებთ ან ტყეში დავსეირნობთ.შეიძლება გავიფიქროთ,რომ ზღვაც და ტყეც აქ ყოველთვის იყო და მუდა იქნება.სინამდვილეში ამ ზღვისა და ტყის ადგილას შეიძლება წვიმას მონატრებული მშრალი სტეპი ან თევზებით სავსე პატარა ტბა იყო.დროთა განმავლობაში ტბა ყვავილებით მოფენილ მინდვრად იქცა.თანდათნობით აქ ქარის მოტანილი თესლებიდან ხეებმა დაიწყო ზრდა და მრავალი წლის გასვლის შემდეგ ეს ლამაზი,ნაირნაირი ფრინველებითა და ცხოველებით სავსე ტყე წარმოიშვა,რომელშიც ახლა დავსეირნობთ...

ეკოსისტემისთვის დამახასიათებელ ორგანიზმთა სახეობების თნდათნობით შეცვლის პროცესს ეკოლოგიური სუქცესია ეწოდება.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გადმოსული ლავა ფარავს მიწას და გზად ყველაფერს ანადგურებს.ლავის გაცივების შემდეგ,კლდოვანი ზედაპირი მხოლოდ ფერფლითა და მტვრითაა დაფარული.აქ ნიადაგი აღარ არსებობს.დროთა განმავლობაში,ვულკანურ ქანებში ჩნდება ნაპრალები,რომელშიც შესაძლებელია ქარით მოტანილი თესლი ან სპორები გაღვივდეს.თნდათნობით მკვიდრდებიან ბაქტერიები,მღიერები,სოკოები და ხავსები.მათი ცხოველქმედებით ნიადაგი იწყებს ჩამოყალიბებას.

ორგანიზმების მიერ ნიადაგის ფორმირების პროცესი და ბუნებრივი მოვლენების შედეგად ახლად წარმოქმნილი ადგილების ათვისება არის პირველადი სუქცესია.ის ერთობლ ხანგრძლივი პროცესია.

სუქცესია,რომელიც იწყება ისეთ ადგილას,სადაც ნიადაგი უკვე არსებობს და ადრე ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობდნენ,მეორადი სუქცესია ეწოდება.

როდესაც ტყე ხანძრის შედეგად ნადგურდება,მკვდარი ხეებისა და ფერფლით დაფარული ნიადაგის გარდა აქ აღარაფერი რჩება.მაგრამ ასეთი ადგილი დიდხანს არ არის უსიცოცხლო.ნიადაგში,როგორც წესი,შემორჩენილი არის თესლები,ისინი ქარსაც მოაქვს და მცენარეები ხელახლა იწყებენ ზრდას.მწერები,ფრინველები და სხვა ორგანიზმებიც იწყებენ აქ დასახლებას.

სუქცესია მოიცავს როგორც ბიოტური,ისე აბიოტური ფაქტორების ცვლილებებს.სუქცესიის შედეგად ჩამოყალიბებული ეკოსისტემა თანდათნობით სტაბილური ხდება თუმცა,როგორც წესი,ამ პროცესს ასეულობით წელი დასჭირდეს.დრო კი არ იცდის...მაშინ,როდესაც ფაბრიკა-ქარხნების,მანქანების გამონაბოლქვმა და სხვა ბევრმა უარყოფითმა ფაქტორმა პიკს მიაღწია,შუძლებელია იმის თქმა,რომ სუქცესიის შედეგად გადამწვარი ტყე ისევ აღდგება...

ერთი კენიური ანდაზა ამბობს:,,მოუარეთ დედამიწას,ის საჩუქრად არ მიგიღიათ მშობლებისგან-იგი თქვენმა შვილებმა გათხოვეს.”

ხშირად,ეკოლოგიური გარემოს ცვლილება ადამიანის ზემოქმედებითაა გამოწვეული.ჩვენ ვსარგებლობთ ეკოსისტემებით.ჯანსაღ ტყეს,ნაკადულს,ტბას,თავისი წვლილი შეაქვს ჰაერის გასუფთავებასა და ჟანგბადით მის გამდიდრებაში.ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება ამარაგებს კაცობრიობას აუცილებელი საკვებით,მედიკამენტებითა და სხვა მასალით.დედამიწის მოსახლეობისა და მათი მოთხოვნილებების ზრდასთან ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტად ვაზიანებთ იმ ეკოსისტემებს,რომელზეც ასე ვართ დამოკიდებული.მასშტაბი,მთელს ბიოსფეროში უკვე მომხდარი და მიმდინარე ცვლილებებისა,თითქმის წარმოუდგენელია.სამწუხაროდ ამ ცვლილებების შედეგები,ხშირად შეიძლება შეუქცევადი იყოს.ჩვენ,ადამიანები,ვიყენებთ და ვცვლით ბუნებრივ ეკოსისტემებს აგრარული,ტყის გაჩეხვის,გართობისა და დასვენების,ურბანიზაციისა და ინდუსტრიული მიზნებით.ვაბინძურებთ ჰაერს,წყალსა და ნიადაგს,ვარღვევთ ნივთიერებათა წრებრუნვას და ეკოსისტემის ბალანსს,არაეკონომიურად ვიყენებთ ბუნებღივ რესურსებს,ხელს ვუწყობთ სახეობათა გადაშენებას და საფრთხის წინაშე ვაყენებთ ბიომრავალფეროვნებას.რაც მთავარია,გარემოზე ჩვენი მავნე ზემოქმედება ყველაზე დრამატულად თვითონ ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება.

გლობალური დათბობა,ოზონის შრის შემცირება და ტყის საფარის განადგურება იმ პრობლემების მხოლოდ ნაწილია,რომლის პირისპირაც დედამიწა და კაცობრიობა უკვე 100 წელზე მეტია დგას.
მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი მოვლენა,რაც ადამიანის საქმიანობასა და ცივილიზაციის პროგრესს მოჰყვა და მას შემდეგ გავლენას ახდენს ბიოსფეროს ჰომეოსტაზზე.

                                        ჰაერის დაბინძურება

გარემოსთვის მავნე ქიმიური ნივთიერებების ატმოსფეროში შეღწევა შესალებელია სხვადასხვა ბუნებრივი გზით.გასათვალისწინებელია,რომ ქვანახშირის,ნავთობის,ბენზინისა და სხვ.გამოყენება ჰაერის დაბინძურების უდიდესი წყაროა.გამონაბოლქვი შეიცავს მჭვარტლის მყარ ნაწილაკებსა და აირებს-ნახსირორჟნგს,ნახშირჟანგს,აზოტისა და გოგირდის ოქსიდებს და გოგირწყალბადს.მზის ზემოქმედებით ისინი წარმოქმნიან კვამლის საბურველს-სმოგს(სმოგი მეოცე საუკუნის დასაწყისში,ინდუსტრიული ინგლისის თავზე ჩამოწოლილი კვამლის საბურველს უწოდეს),რომელიც ამჟამად მრავალი დიდი ქალაქის თავზე მუდმმივად არის ჩამოწოლილი.გამონაბოლქვი პირდაპირ ზემოქმედებს ორგანიზმებზე,აგრეთვე იწვევს გარემოში არასასურველ ცვლილებებს,რომლის მავნე ზეგავლენა მოგვიანებით მჟაღვნდება.სმოგით დაფარულ ატმოსფეროში აორთქლებული წყალი შეერევა ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათ წვიმასთან ერთად ისევ დედამიწაზე დააბრუნებს.  

 
                                        ოზონის შრის გათხელება

ტმოსფერო ზემოდან შემოსაზღვრულია ზონის თხელი შრით,რომელიც იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.მეცნიერებმა აღმოაჩინეს,რომ ზოგიერთი ქიმიური ნაერთი,მაგალითად ფრეონის(ნახსირწყალბადის F-ისა და  Cl-ის შემცველი ნაერთია.გამოიყენება მაცივრების,კონდიციონერების,აეროზოლებისა და სხვ.წარმოებაში,როგორც გამაცივებელი საშუალება)მოლეკულები აორთქლდება ატმოსფეროს ზედა შრეებში და შლის ოზონის მოლეკოლებს.ეს იწვევს ოზონის შრის გათხელებას.ჭარბი რაოდენობით შემოღწეული ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით სულ უფრო იზრდება კანის სიმსივნეებისა და თვალის კატარაქტის შემთხვევათა რიცხვი,ზიანდება ორგანიზმების იმუნური სისტემა.


                                        ,,სათბურის ეფექტი

დედამიწაზე შემოჭრილი მზის ენერგიის ნაწილი აირეკლება მისი ზედაპირიდან.ნახშირორჟანგი,მეთანი,აზოტის ჟანგი და წყლის ორთქლი,ასევე ზოგიერთი სხვა აირი აბრკოლებს არეკლილი ინფრაწითელი ენერგიის ატმოსფეროს გარეთ გაფანტვას და ხელს უწყობს დედამიწაზე სითბოს შენარჩუნებას.ამ პროცესს,,სათბურის ეფექტი”ეწოდება.მის გარეშე დედამიწა ცივი და დაუსახლებელი პლანეტა იქნებოდა.თუ აირების კონცენტრაცია იმატებს,ხდება ატმოსფეროს შიგნით ჭარბი რაოდენობით სითბოს დაგროვება და დედამიწასა და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის მომატება.ამ მოვლენას,რომელსაც გლობალური დათბობის სახელით მოიხსენებენ,მრავალი უარყოფითი შედეგი მოსდევს.გლობალური დათბობის შედეგად ხდება არქტიკული ყინულის სწრაფი დნობა,მსოფლიო ოკეანის დონის მატება და დიდი ფართობის დასახლებული სანაპირო ზოლის დატბორვა.ამას თან სდევს ქარიშხლები და წყალდიდობები,რასაც შესძლოა გვალვაც დაერთოს.


                            წყლისა და ნიადაგის დაბინძურება

ადამიანის საქმიანობის შედეგი ხშირად ნიადაგის დაბინძურებაა.პესტიციდები,საყოფაცხოვრებოთუ საავადმყოფოების ნაგავი,საწარმოო და ატომური სადგურების,მათ შორის,რადიოაქტიური ნივთიერებები,ზოგიერთი ნივთი,რომელიც სახლში გვაქვს-ბატარეები,საღებავები სარეცხი საშუალებები,ტოქსიკურია.თუ ისინი არ იქნა გაუვნებლებული,დააბინძურებს წყალსა და ნიადაგს.
წყალსა და ნიადაგს ჰაერში გაშვებული ტოქსიკური ნივთიერებებიც აბინძურებს.მჟვა წვიმებს ჩამოაქვს მავნე ნივთიერებები,რომლებიც ნიადაგში,მდინარეებსა და ტბებში ჩაედინება.წყლისა და ნიადაგის დაბინძურება შესაბამისად აბინძურებს გრუნტის წყლებს,რომელიც სასმელი წყლის წყაროა.
მდინარეები საბოლოოდ ზღვებსა და ოკეანეებში ჩედინება და ტოქსიკური ნაგვიტ  დააბინძურებს სანაპირო ზოლსა და წყალს.ეს საზიანოა როგორც ადამიანებისთვის,ასევა ზღვისა და ოკეეანეების ორგანიზმებისთვის.
ზღვებსა და ოკეანეებისთვის უდიდეს პრობლემას ქმნის ტანკერებიდან ნავთობის გაჟონვა და მათი კატასტროფები.აქ ყოველწლიურად დაახლიებით 4 მლნ.ბარელი(დაახლოებით 160 ლიტრი)ნავთობის ჩაღვრა ხდება.ამ მიზეზით ათობით ათასობით თევზი,ზღვის ფრინველი და სხვა ორგანიზმი იღუპება,ნადგურდება მიმდებარე ჭაობისა და შენაკადების ეკოსისტემებიც.





No comments:

Post a Comment