Thursday, June 2, 2011

ადამიანი და გარემო,გარემოს უარყოფითი ცვლილების ხელშემწყობი ფაქტორები

ადამიანი სხვა ორგანიზმების მსგავსად,თავის საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.ეს ურთიერთობა რთულია,რომელიც ევოლუციის პარალელურად მუდმივად იცვლებოდა და იცვლება დღესაც.დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ენერგოაღჭურვილობასაც,რომელიც საზოგადოების განვითარებისშესაბამისად იცვლებოდა:ადამიანის საკუტარ ენერგიას შინაური პირუტყვის ენერგია ცვლიდა,მას კი-ქარისა და წყლის ენერგია,შემდეგ დენთის და ორთქლის ენერგია,ელექტროენერგია,ატომის ენერგია.

 ანთროპოგენური ფაქტორები და გარემოს ცვლილება,საზოგადოების ადრეულ საფეხურზე,სხვა ბუნებრივ ფაქტორებთან შედარებით,იგი სუსტი იყო,შემდეგ თავისი მაშტაბებით და მნიშვნელობით გაუტოლდა მათ და გადააჭარბა კიდეც.

უნდა ღინიშნოს პრობლემის ზოგადი მხარე:გარემოზე ზემოქმედება ხშირად ისეთ მოვლენებს იწვევს,რომელთა წინასწარ გათვალისწინება თითქმის შეუძლებელია,ხოლო ზემოქმედების გაღრმავება კი ადამიანის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში არსებობას უქმნის საფრთხეს.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ბიოსფეროს ლოკალური თუ გლობალური ცვლილებების არაერთი მაგალითია ცნობილი.რაც შეეხება გლობალურ ანთროპოგენულ ცვლილებებს,ის ათწლეულების მანძილზე შედარებით ნელა,შეუმჩნევლად ვითარდება და თავის მაქსიმუმს მხოლოდ ჩვენს დროში აღწევს.

ეს ცვლილებები გარემოს ყველა პარამეტრშია ასახული,მაგ;ენერგეტიკული ბალანსი,რომელიც მზის ენერგიითაა უზრუნველყოფილი,პრაქტიკულად არ შეცვლილა.სამაგიეროდ შემცირდა ორგანული წარმოშობის ქანებში(წიაღისეული საწვავი),ნიადაგის ჰუმუსში-წარსულ ეპოქათა აკუმულირებული ენერგიის მარაგი;

წყლის საერთო რაოდენობა პლანეტის მაშტაბით თითქმის იგივეა,რაც წარსულში იყო.მაგრამ ხმელეთის მტკნარი წყლები,რომელთაც პლანეტის ჰიდროსფეროს 1%-ზე ნაკლები უკავიათ,შემცირდა.შეიცვალა მათი ხარისხიც.ამის შედეგად პლანეტის ცალკეულ რეგიონებში სეიმჩნევა სასმელი წყლის დეფიციტი.

ცვლილებები განიცადა ბიოლოგიურმა პარამეტრმა.ეს ეხება ბიომასას და პლანეტის 10%-ზე პრაქტიკულად გაქრა,10-15%-ზე მნიშვნელოვნად დაქვეითდა.ასევე შეიცვალა გარემოს გეოქიმიური პარამეტრი.რაც უწინარესად ნივთიერებათა წრებრუნვის ცვლილებასი იჩენს თავს.ბიოლოგიური წრებრუნვა პლანეტის თითქმის ნახევარზეა დარღვეული.დღეს ანთროპოგენურ უდაბნოებს ხმელეთის 5% უკავიათ,ანთროპოგენურ ,,ბედლენდს”(უვარგისი მიწა)-3%,ინდუსტრიულ დაქალაქის ტერიტორიებს 2%,ბაღებსა და სახნავ-სათესებს-13%,მეორად დაბალპროდუქტიულ ტყეებს-15%,დეგრადირებულ საძოვრებს 10%.დარღვეულია გეოლოგიური წრებრუნვაც,რაც უმეტესად გარემოში ტოქსიკურ ნივთიერებათა დაგროვებით აიხსნება.ასეთ ვითარებაში ხშირად ისმის კითხვა:ხომ არ აღმოჩნდა ბიოსფერო ეკოლოგიური კრიზისის წინაშე?


ეს თემა კი სხვადასხვა ავტორს სხვადასხვანაირად ესმის.ხშირად ამათუიმ რესურსის ამოწურვა ეკოლოგიურ კრიზისთანაა გაიგივებული.

სპეციალურ ლიტერატურაში ეკოლოგიური კრიზისი დახასიათებულია,როგორც გარემოსა და ადამიანის ისეთი ურთიერთობა,რომლის დროსაც საზოგადოების საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობის განვითრება ვერ თავსდება გარემოს რეალურ შესაძლებლობაში.

გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები სხვადასხვაგვარია.კონკრეტული ობიექტისა და შედეგების მიხედვით,ეს ზემოქმედება პირობითად სამგვარი შეიძლება იყოს:
1.ლოკალური,როდესაც საქმე გვაქვს სახეობრივ პოპულაციებთან ან თანასაზოგადოებებთან.
2.რეგიონალური,როდესაც ზემოქმედების ობიექტი მთელი რეგიონია.
3.გლობალური,როდესაც ზემოქმედებას პლანეტური მნიშვნელობა აქვს.

პირველ რიგში საქმე გვაქვს პირველი ტიპის ზემოქმედებასთან მაგ;ინტესიური ნადირობის შედეგად პოპულაციის რიცხოვნობა მკვეთრად მცირდება,რაც იწვევს შესატყვის ცვლილებას.

საბოლოო შედეგი ზემოქმედების ხარისხზეა დამოკიდებული.შედარებით სუსტი ზემოქმედებისაცპოპულაციის ოპტიმალური რიცხოვნობა რამდენიმე თაობის მანზილზე შესაძლოა აღდგეს.მაგრამ,თუ ზემოქმედება ძლიერია,ირღვევა პოპულაციის დემოგრაფიული სტრუქტურა,რის შედეგადაც მისი რიცხოვნობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია და გარკვეული დროის შემდეგ სახეობამ შესაძლოა შეწყვიტოს არსებობა.