Tuesday, May 31, 2011

გავუფრთხილდეთ ტყეს!

დღეს მიწა,წყალი,ფლორა და ფაუნა ისევე დაუცველია,როგორც მიწათმოქმედი.
დაუცველ სიმდიდრეს კი ათასი დამპატრონებელი ეპოტინება და ავერანებს.ბუნებრივ სიმდიდრეთა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია ტყე,რადგან მას დიდი ადგილი უკავია მატერიალური დოვლათის შექმნაში.მართლაც,რაც უფრო სწრაფად ვითარდება მეცნიერება და ტექნიკა მით უფრო ნაირგვაროვანი ხდება ტყის გამოყენაბა.ძნელია დავასახელოთ სახალხო მეურნეობის ისეთი დარგი,სადაც არ იყენებენ მერქანს ან ტყის პროდუქტებს.ტყე-ესაა საუნჯე,მცენარეული საფარი-სავანე მყუდროებისა.ეს ძვირფასი მარგალიტი კი უმოწყალოდ იჩეხება ბორჯომში,სვანეთში,რაჭაში და თითქმის ქვეყნის ყველა კუთხეში.

დიდია ტყის როლი ბუნების დაცვის საქმეში.მთის ტყეები იცავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ქარებისა და ცივი ჰაერის მასებისაგან,ხოლო დასახლებულ ადგილებს,კულტურულ ფართობებს,შარაგზებსა და რკინიგზებს-მეწყერებისა და ზვავებისაგან.

დიდია მთის ტყეების როლი წყლისა და ნიადაგის დაცვის საქმეში.ისინი ანორმირებენ მდინარეთა რეჟიმებს.გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამცირებენ წყალდიდობას,ხოლო ზამთარსა და ზაფხულში იცავენ მას დაშრობისაგან.

ტყე უდიდეს როლს თამასობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.იგი მოიხმარს რა ნახშირორჟანგს,ამით ერთი მხრივ ამცირებს მის ოდენობას ჰაერში,ხოლო მეორე მხრივ გამოყოფს ჟნგბადს და ამდიდრებს ჰაერს ადამიანისთვის საჭირო აირით.

დიდია ტყის გავლენა ჰავაზე.დადგენილია,რომ მზის რადიაცია ტყის კალთის ქვეშ გაცილებიტ ნაკლებია,ვიდრე უტყეო ადგილებში.

არნაკლები მნიშვნელობა აქვს ტყის გავლენას ქარზე.დაკვირვებებით დამტკიცებულია,რომ ხშირ ტყეში ქარის სიხშირე საგრძნობლად კლებულობს.

სწორედ ტყის ასეთი დადებიტი თვისებებით სარგებლობს მოსახლეობა დასვენებისა და გართობის დროს.ჩვენი სახელგანთქმული კურორტების(ბორჯომი,წაღვერი,ბაკურიანი,ბახმარო,შოვი და სხვ.)სამკურნალო თვისებები დამოკიდებულია მათ გარშემო არსებულ ტყეებზე.

გარდა ამისა მწვანე ნარგავებს დიდი ესტეტიკური მნიშვნელობა აქვს.იგი ამშვენებს ქუჩებს,მოედნებს,ეზოებს.მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურს და ამით დადებით ზეგავლენას ახდენს ადმიანის ნერვულ სისტემაზე,ამშვენებსმას,უქმნის დასვენების ნორმალურ პირობებს

ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეტ ტყეს!ტყესთან დაკავშირებით საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა.იმის გამო,რომ ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისია,მოსახლეობა იძულებულია ტყე გაანადგუროს.დაახლოებით 8მლნ-მდე კუბური მეტრი იჩეხება საქართველოში ენერგეტიკული ღირებულების გამო,რაც ორჯერ აჭარბებს ტყის აღდგენის უნარს.ბოლო ათი წლის განმავლობაში მილიონობით კუბური ხე-ტყეა მოჭრილი.რაც შეეხება მორების გატანას იგი განსაკუთრებით საშიში იმიტომაა,რომ იქ ნადგურდება ჯანსაღი ხეები,ვინაიდან ცუდი ექსპორტზე არ გადის.ჩვენი ხე-ტყე გადის 21 ქვეყანაში,მათ შორის დიდი რაოდენობიტ ჩინეთში.აპა სად შეგვიძლია პატარა ქვეყანას ამხელა ჩინეთი ვამარაგოთ?

უფრო ნათლად,რომ წარმოვადგინნოთ მთის ტყეების ნიადაგდაცვითი როლი,მოკლედ შევჩერდები ნიადაგის ეროზიით გამოწვეულ ზარალზე.მოკლე განმარტებიტ ეროზია გულისხმობს ნიადაგის ზედა ფენების დაშლას,ჩამორეცხვას,დაღარვას,დახრამვას წყლისა და ქარის მოქმედებით.ეროზიას უდიდესი ზიანი მოაქვს .ბოლო წლებში,როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოვარდნილმა ღვარცოფებმა,მეწყერმა და წყლის მოვარდნამ,დაანგრია სახლები,წალეკა ბაღ-ვენახები,მინდვრები,იმსხვერპლა ხალხი.

აქედან ნათელია,რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ეროვნულ საგანძურს-ტყეს.ჩვენ ყველა პასუხისმგებელნი ვართ გავიცვათ ტყე განადგურებისაგან და თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიური კრიზისი.ამისათვის აუცილებელია გავერთიანდეთ და მთელი ძალისხმევა მივმართოთ ტყეების შენარჩუნებასა და რესურსების მდგრად  და გონივრულ გამოყენებაზე.