Thursday, April 7, 2011

ცვლილებები ეკოსისტემაში

ზღვის გაშლილ სივრცეს,რომ გავჰყურებთ ან ტყეში დავსეირნობთ.შეიძლება გავიფიქროთ,რომ ზღვაც და ტყეც აქ ყოველთვის იყო და მუდა იქნება.სინამდვილეში ამ ზღვისა და ტყის ადგილას შეიძლება წვიმას მონატრებული მშრალი სტეპი ან თევზებით სავსე პატარა ტბა იყო.დროთა განმავლობაში ტბა ყვავილებით მოფენილ მინდვრად იქცა.თანდათნობით აქ ქარის მოტანილი თესლებიდან ხეებმა დაიწყო ზრდა და მრავალი წლის გასვლის შემდეგ ეს ლამაზი,ნაირნაირი ფრინველებითა და ცხოველებით სავსე ტყე წარმოიშვა,რომელშიც ახლა დავსეირნობთ...

ეკოსისტემისთვის დამახასიათებელ ორგანიზმთა სახეობების თნდათნობით შეცვლის პროცესს ეკოლოგიური სუქცესია ეწოდება.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გადმოსული ლავა ფარავს მიწას და გზად ყველაფერს ანადგურებს.ლავის გაცივების შემდეგ,კლდოვანი ზედაპირი მხოლოდ ფერფლითა და მტვრითაა დაფარული.აქ ნიადაგი აღარ არსებობს.დროთა განმავლობაში,ვულკანურ ქანებში ჩნდება ნაპრალები,რომელშიც შესაძლებელია ქარით მოტანილი თესლი ან სპორები გაღვივდეს.თნდათნობით მკვიდრდებიან ბაქტერიები,მღიერები,სოკოები და ხავსები.მათი ცხოველქმედებით ნიადაგი იწყებს ჩამოყალიბებას.

ორგანიზმების მიერ ნიადაგის ფორმირების პროცესი და ბუნებრივი მოვლენების შედეგად ახლად წარმოქმნილი ადგილების ათვისება არის პირველადი სუქცესია.ის ერთობლ ხანგრძლივი პროცესია.

სუქცესია,რომელიც იწყება ისეთ ადგილას,სადაც ნიადაგი უკვე არსებობს და ადრე ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობდნენ,მეორადი სუქცესია ეწოდება.

როდესაც ტყე ხანძრის შედეგად ნადგურდება,მკვდარი ხეებისა და ფერფლით დაფარული ნიადაგის გარდა აქ აღარაფერი რჩება.მაგრამ ასეთი ადგილი დიდხანს არ არის უსიცოცხლო.ნიადაგში,როგორც წესი,შემორჩენილი არის თესლები,ისინი ქარსაც მოაქვს და მცენარეები ხელახლა იწყებენ ზრდას.მწერები,ფრინველები და სხვა ორგანიზმებიც იწყებენ აქ დასახლებას.

სუქცესია მოიცავს როგორც ბიოტური,ისე აბიოტური ფაქტორების ცვლილებებს.სუქცესიის შედეგად ჩამოყალიბებული ეკოსისტემა თანდათნობით სტაბილური ხდება თუმცა,როგორც წესი,ამ პროცესს ასეულობით წელი დასჭირდეს.დრო კი არ იცდის...მაშინ,როდესაც ფაბრიკა-ქარხნების,მანქანების გამონაბოლქვმა და სხვა ბევრმა უარყოფითმა ფაქტორმა პიკს მიაღწია,შუძლებელია იმის თქმა,რომ სუქცესიის შედეგად გადამწვარი ტყე ისევ აღდგება...

ერთი კენიური ანდაზა ამბობს:,,მოუარეთ დედამიწას,ის საჩუქრად არ მიგიღიათ მშობლებისგან-იგი თქვენმა შვილებმა გათხოვეს.”

ხშირად,ეკოლოგიური გარემოს ცვლილება ადამიანის ზემოქმედებითაა გამოწვეული.ჩვენ ვსარგებლობთ ეკოსისტემებით.ჯანსაღ ტყეს,ნაკადულს,ტბას,თავისი წვლილი შეაქვს ჰაერის გასუფთავებასა და ჟანგბადით მის გამდიდრებაში.ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება ამარაგებს კაცობრიობას აუცილებელი საკვებით,მედიკამენტებითა და სხვა მასალით.დედამიწის მოსახლეობისა და მათი მოთხოვნილებების ზრდასთან ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტად ვაზიანებთ იმ ეკოსისტემებს,რომელზეც ასე ვართ დამოკიდებული.მასშტაბი,მთელს ბიოსფეროში უკვე მომხდარი და მიმდინარე ცვლილებებისა,თითქმის წარმოუდგენელია.სამწუხაროდ ამ ცვლილებების შედეგები,ხშირად შეიძლება შეუქცევადი იყოს.ჩვენ,ადამიანები,ვიყენებთ და ვცვლით ბუნებრივ ეკოსისტემებს აგრარული,ტყის გაჩეხვის,გართობისა და დასვენების,ურბანიზაციისა და ინდუსტრიული მიზნებით.ვაბინძურებთ ჰაერს,წყალსა და ნიადაგს,ვარღვევთ ნივთიერებათა წრებრუნვას და ეკოსისტემის ბალანსს,არაეკონომიურად ვიყენებთ ბუნებღივ რესურსებს,ხელს ვუწყობთ სახეობათა გადაშენებას და საფრთხის წინაშე ვაყენებთ ბიომრავალფეროვნებას.რაც მთავარია,გარემოზე ჩვენი მავნე ზემოქმედება ყველაზე დრამატულად თვითონ ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება.

გლობალური დათბობა,ოზონის შრის შემცირება და ტყის საფარის განადგურება იმ პრობლემების მხოლოდ ნაწილია,რომლის პირისპირაც დედამიწა და კაცობრიობა უკვე 100 წელზე მეტია დგას.
მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი მოვლენა,რაც ადამიანის საქმიანობასა და ცივილიზაციის პროგრესს მოჰყვა და მას შემდეგ გავლენას ახდენს ბიოსფეროს ჰომეოსტაზზე.

                                        ჰაერის დაბინძურება

გარემოსთვის მავნე ქიმიური ნივთიერებების ატმოსფეროში შეღწევა შესალებელია სხვადასხვა ბუნებრივი გზით.გასათვალისწინებელია,რომ ქვანახშირის,ნავთობის,ბენზინისა და სხვ.გამოყენება ჰაერის დაბინძურების უდიდესი წყაროა.გამონაბოლქვი შეიცავს მჭვარტლის მყარ ნაწილაკებსა და აირებს-ნახსირორჟნგს,ნახშირჟანგს,აზოტისა და გოგირდის ოქსიდებს და გოგირწყალბადს.მზის ზემოქმედებით ისინი წარმოქმნიან კვამლის საბურველს-სმოგს(სმოგი მეოცე საუკუნის დასაწყისში,ინდუსტრიული ინგლისის თავზე ჩამოწოლილი კვამლის საბურველს უწოდეს),რომელიც ამჟამად მრავალი დიდი ქალაქის თავზე მუდმმივად არის ჩამოწოლილი.გამონაბოლქვი პირდაპირ ზემოქმედებს ორგანიზმებზე,აგრეთვე იწვევს გარემოში არასასურველ ცვლილებებს,რომლის მავნე ზეგავლენა მოგვიანებით მჟაღვნდება.სმოგით დაფარულ ატმოსფეროში აორთქლებული წყალი შეერევა ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათ წვიმასთან ერთად ისევ დედამიწაზე დააბრუნებს.  

 
                                        ოზონის შრის გათხელება

ტმოსფერო ზემოდან შემოსაზღვრულია ზონის თხელი შრით,რომელიც იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.მეცნიერებმა აღმოაჩინეს,რომ ზოგიერთი ქიმიური ნაერთი,მაგალითად ფრეონის(ნახსირწყალბადის F-ისა და  Cl-ის შემცველი ნაერთია.გამოიყენება მაცივრების,კონდიციონერების,აეროზოლებისა და სხვ.წარმოებაში,როგორც გამაცივებელი საშუალება)მოლეკულები აორთქლდება ატმოსფეროს ზედა შრეებში და შლის ოზონის მოლეკოლებს.ეს იწვევს ოზონის შრის გათხელებას.ჭარბი რაოდენობით შემოღწეული ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით სულ უფრო იზრდება კანის სიმსივნეებისა და თვალის კატარაქტის შემთხვევათა რიცხვი,ზიანდება ორგანიზმების იმუნური სისტემა.


                                        ,,სათბურის ეფექტი

დედამიწაზე შემოჭრილი მზის ენერგიის ნაწილი აირეკლება მისი ზედაპირიდან.ნახშირორჟანგი,მეთანი,აზოტის ჟანგი და წყლის ორთქლი,ასევე ზოგიერთი სხვა აირი აბრკოლებს არეკლილი ინფრაწითელი ენერგიის ატმოსფეროს გარეთ გაფანტვას და ხელს უწყობს დედამიწაზე სითბოს შენარჩუნებას.ამ პროცესს,,სათბურის ეფექტი”ეწოდება.მის გარეშე დედამიწა ცივი და დაუსახლებელი პლანეტა იქნებოდა.თუ აირების კონცენტრაცია იმატებს,ხდება ატმოსფეროს შიგნით ჭარბი რაოდენობით სითბოს დაგროვება და დედამიწასა და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის მომატება.ამ მოვლენას,რომელსაც გლობალური დათბობის სახელით მოიხსენებენ,მრავალი უარყოფითი შედეგი მოსდევს.გლობალური დათბობის შედეგად ხდება არქტიკული ყინულის სწრაფი დნობა,მსოფლიო ოკეანის დონის მატება და დიდი ფართობის დასახლებული სანაპირო ზოლის დატბორვა.ამას თან სდევს ქარიშხლები და წყალდიდობები,რასაც შესძლოა გვალვაც დაერთოს.


                            წყლისა და ნიადაგის დაბინძურება

ადამიანის საქმიანობის შედეგი ხშირად ნიადაგის დაბინძურებაა.პესტიციდები,საყოფაცხოვრებოთუ საავადმყოფოების ნაგავი,საწარმოო და ატომური სადგურების,მათ შორის,რადიოაქტიური ნივთიერებები,ზოგიერთი ნივთი,რომელიც სახლში გვაქვს-ბატარეები,საღებავები სარეცხი საშუალებები,ტოქსიკურია.თუ ისინი არ იქნა გაუვნებლებული,დააბინძურებს წყალსა და ნიადაგს.
წყალსა და ნიადაგს ჰაერში გაშვებული ტოქსიკური ნივთიერებებიც აბინძურებს.მჟვა წვიმებს ჩამოაქვს მავნე ნივთიერებები,რომლებიც ნიადაგში,მდინარეებსა და ტბებში ჩაედინება.წყლისა და ნიადაგის დაბინძურება შესაბამისად აბინძურებს გრუნტის წყლებს,რომელიც სასმელი წყლის წყაროა.
მდინარეები საბოლოოდ ზღვებსა და ოკეანეებში ჩედინება და ტოქსიკური ნაგვიტ  დააბინძურებს სანაპირო ზოლსა და წყალს.ეს საზიანოა როგორც ადამიანებისთვის,ასევა ზღვისა და ოკეეანეების ორგანიზმებისთვის.
ზღვებსა და ოკეანეებისთვის უდიდეს პრობლემას ქმნის ტანკერებიდან ნავთობის გაჟონვა და მათი კატასტროფები.აქ ყოველწლიურად დაახლიებით 4 მლნ.ბარელი(დაახლოებით 160 ლიტრი)ნავთობის ჩაღვრა ხდება.ამ მიზეზით ათობით ათასობით თევზი,ზღვის ფრინველი და სხვა ორგანიზმი იღუპება,ნადგურდება მიმდებარე ჭაობისა და შენაკადების ეკოსისტემებიც.





გარემოს დაცვა

დღეს გარემოს და საერთოდ ბუნების დაცვის პრობლემა იმდენად აქტუალურია,
რომ იგი გასცდა ცალკე აღებული ერთი ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო
საზოგადოების სულ უფრო და უფრო ფართო წრეების განსაკუთრებული ყურადღების
საგანი გახდა.

Wednesday, April 6, 2011

ადრე ბუნება ემუქრებოდა ადამიანს,ახლა ადამიანი ემქრება ბუნებას

ჩვენი საუკუნე მეცნიერებისა და ტექნიკის უკიდეგანო მიღწევათა საუკუნეა.კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანის გენიის ასეთი ბრწყინვალე გამარჯვებების ანალოგიური პერიოდი.მისთვის ხელმისაწვდომი გახდა:კოსმოსი,მთვარე თუ ოკეანის ფსკერი.ჩვენი ცხოვრების გარდაქმნის რეალურ წინაპირობად იქცა მიკროსქემები და ლაზერები,კომპიუტერები და რობოტები.ბუნებრივია,რომ მეცნნიერული პროგრესის პირველ და მთავარ დივიდენდად ადამიანი თავისი ყოველდღიური ყოფის,ცხოვრებისა და შრომის პირობების მკვეთრ გაუმჯობესებას მოელოდა და მოელის.დღეს მხოლოდ,როგორც დასანანი ფაქტი ისე თუ შეფასდაბა ის გარემოება ,რომ ამ გრანდიოზულ მიღწევათა მიღმა,ძალზე დიდი დაგვიანებით შევამჩნიეთ ,,მედლის მეორე მხარე”-მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესს ძნელად შეეგუა,მეტწილად კი საერთოდ ვერ შეეგუა ჩვენი გარემო-სფერო.დიდი ელექტროსადგურები,ზებგერითი თვითმფრინავები,ავტომობილები,სოფლის მეურნეობის ინტენსიური მეთოდები,ინდუსტრიალიზაცია და ,,დიდი ქიმია”,ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების თანამედროვე მეთოდები ,ტემპები და კიდეევ სხვა მრავალი,შეიძლება მალე ჩვენი მშვენიერი ბუნების ეპიტაფიად იქცეს,თუკი ადამიანი დროულად არ შეიგნებს მის მიერ დაშვებულ საშინელ შეცდომებს და არ შეეცდება მათ გამოსწორებას,სანამ კიდევ დროა.

სწორედ ადამიანმა მიაყენა ყველაზე საშიში ჭრილობები გარემოს და მხოლოდ მას შეძლია ბუნების მკურნალობა,იგია მოვალე დაღუპვისაგან იხსნას დედამიწა.სწორედ ამასთან დაკავშირებით ფრანგმა მეცნიერ-ნკვლევარმა კუსტომ გონივრულად თქვა:,,ადრე ბუნება ემუქრებოდა ადამიანს,ახლა ადამიანი ემუქრება ბუნებას”.
ცივილიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია არ მოდის უფასოდ. საფასურის გადახდა შესაძლოა სიცოცხლით მოგვიწიოს.
მიუხედავად იმისა რომ მეცნიერულ საზოგადოებაში უკვე აქტიურად მიდის ლაპარაკი ისეთ საფრთხეებზე როგორიცაა გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება, მსოფლიო მოსახლეობის გადაჭარბებული რაოდენობა, რესურსების დეფიციტი და ბირთვული ომი, გაკვირვებას მაინც იწვევს ადამიანებში ამ საკითხების სრული იგნორირება ან არცოდნა.

Saturday, April 2, 2011

რა არის ეკოლოგია?


 
 სიტყვა ეკოლოგია წარმოქმნილია ბერძნული სიტყვიდან,,oikos”,რაც ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს ანუ ,,სახლს”,ხოლო ,,logos”მოძღვრებას.ეს ტერმინი 1866წელს შეიმუშავა გერმანელმა ზოოლოგმა ე,ჰეკელმა და სათავე დაუდო მეცნიერების ახალ დარგს,რომელიც მან ასე განმარტა:,,ეკოლოგია-ესაა მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების ურთიერტდამოკიდებულების შესახებგარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან.”სხვაგვარად,ეკოლოგია არის მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების შესახებ მათ,,საკუთარ სახლში”.ინგლისელი ეკოლოგის ტენსელის მიხედვით ეკოლოგია,ფართო გაგებით,არის მცენარეთა და ცხოველთა ცხოვრების შესწავლა მათ ბუნებრივ ადგილსამყოფელში.
ეკოლოგია სწავლობს არა მარტო ორგანიზმების ურთიერთობას გარემოსთან არამედ თითოეული სახეობისთვის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სპეციფიკურ შეგუებებს,სპეციფიკურ სტრუქტურებსა და შიგასახეობრივ ურთიერთობებს,აგრეთვე სხვადასხვა პირობებში ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შექმნილ თნასაზოგადოებებს.
ამრიგად ეკოლოგია ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
  • ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
  • ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.
როგორც ჩანს,არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ ,რაც გერმანელმა მკვლევარმა ე.ჰეკელმა ხმარებაში შემოიღო ტერმინი ,,ეკოლოგია” (1866წ)და იგი ბევრი ჩვენგანისთვის დღეს პლანეტაზე შექმნილი საშიში სიტუაციის სინონიმი გახდა.
,,ეკოლოლოგიური ინფარქტი”, ,,ეკოლოგიური ინსულტი” ხშირად გაისმის დღეს ეს სიტყვები,ბუნება ულმობლად მიექანება აქეთკენ.
როგორი იქნება გარემო-სამყაროს მდგომარეობა უახლოეს თუ შორეულ მომავალში?რა გველოდება ჩვენ?მოწამლული ჰაერი და წყალი,განადგურების პირას მისული საფარველი-ოზონის ფენა,სიცოცხლის თანდათანობით გაქრობა???შეძლებს თუ არა ადამიანი  დაიცვას პლანეტა გაჭუჭყიანებისგან,გონივრულად გამოიყენოს მისი რესურსები?ასეთი კითხვები კარგა ხანია დადგა თითოეული ადამიანის წინაშე.
დგეს დედამიწა ჩვენს ხელშია და დახმარებას ითხოვს